Posts

მეცხრე ტრენინგდღის რეფლექსია

დღეს მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების გადამოწმება, შეცდომების ჩასწორება და გამართული მასალის ატვირთვა, ბლოგზე. ტრენინგით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ცოდნა გავიმდიდრე და ვისწავლე ბევრი რამ რაც გამომადგება მოსწეავლეებთან მუშაობის დროს მათი ცოდნის ამაღლების მიზნით. მადლობა პროექტის კოორდინატორებს და ნიჭიერ, გაწონასწორებულ და მშვიდ ტრენერს ბატონ გიორგი ხომასურიძერს.

მე-8 ტრენინგდღის რეფლექსია

+დღეს მოვახდინეთ მოსწავლის პრეზენტაციის დასრულება, გადავავლეთ თვალი სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონს, მოვახდინეთ მისი ჩასწორება, მითითებული შენიშვნებით გავასწორეთ პრეზენტაცია.

მეშვიდე ტრენინგ-დღის რეფლექსია

შევაჯამეთ წინა ტრენინგის მასალა, წარმოვადგინეთ მოსწავბლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია და ტრენინგი საინტერესოდ წარიმართა

მე-6 ტრენინგდღის რეფლექსია

გავეცანით რა წინარე ცოდნა უნდა გააჩნდეს მოსწავლეებს პროექტის დაწყებამდე,  როგორ წარვმართოთ სასწავლი პროცედურები ნაბიჯ-ნაბიჯ, განვიხილეთ როგორ წარვმართოთ პროექტის მსვლელობა, როგორ გავწეროთ დროზე, რა დასკვნები გავაკეთოთ და როგორ გადავაქციოთ პროექტი საინტერესო და საქმიანი მოსწავლეებისათვის, განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლება, როგორ ავირჩიოთ სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები, რა პროგრამული უზრუნველყოფაა საჭირო. ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, ნამდვილად დამხმარე თითოეული ჩვენთაგანისთვის.

მე-5 ტრენინგდღის რეფლექსია

                        ვისწავლეთ პროექტის მსვლელობის დროს  მიმართულების მომცემი საკვანძო კითხვების ჩამოყალიბება,, გავეცანით და ვიმსჯელეთ შეფასების მოკლე მონახაზის  შესახებ,  შევავსეთ პროექტი შესაბამისი შეფასების რუბრიკებით.

მე-4 ტრენინგდღის რეფლექსია

შეხვედრის დროს გავაგრძელეთ პროექტის გეგმის შაბლონი შევსება, განვსაზღვრეთ პროექტის აქტუალობა, ე.ს.გ-სთან შესაბამისობა, მიზნები და მისაღწევი შედეგები., ვიმსჯელეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე